შილდა, ყვარელი ივნ 12, 2026
$530,000 იყიდება
| ბოლო განახლება | ივნ 12, 2026 |
| ქონების ID | GE-0KA-ID-7756760 |
| ქონების ტიპი | მიწის ნაკვეთი |
| ფართობი | 74,000 მ² |
| ფასი | $530,000 |
იყიდება ვენახი და მარანი!
ყვარლის რაიონ სოფელ შილდაში, ნეკრესის მონასტერთან, ტრასიდან 300 მეტრში.
სულ ტერიტორია 7.4 ჰექტარი.
ვენახი 🍇 :
- 4.5 ჰა საფერავი 7 წლის - რკინის ბოძები (თავი ბოძი ბეტონის), წვეთოვანი ირიგაციით;
- 1.5 ჰა ხიხვი 7 წლის - ბეტონის ბოძები, წვეთოვანი ირიგაციით;
- 1 ჰა რქაწითელი 40 წლის - ბეტონის და ხის ბოძები;
ვენახის მეურნეობა:
- ჭაბურღილი 100 მ, 27 ტონა შემკრები ცისტერნით, მოწყობილი ირიგაციის სისტემით;
- საგუშაგო კონტეინერი 20 ფუტიანი: გარემონტებული, სრულად მოწყობილი;
- სასაწყობე კონტეინერი 20 ფუტიანი;
- 🅿️ 🚾 ტექნიკის სადგომი და ტუალეტი;
ტექნიკა 🚜 :
- ლოვოლის ტრაქტორი 50 ცხენის ძალით,
- საწამლი აპარატი 600ლ,
- კულტივატორი;
მეღვინეობა 🍷 :
-არასასოფლო მიწა 1000 კვ.მ რომელზეც დგას შენობა 7 მეტრიანი ჭერის სიმაღლით. კაპიტალური რკინა ბეტონის კონსტრუქცია, სადაც საძირკველი არის ორმაგი არმირებით, გათვლილი 700 ტონა სიმძიმეზე;
შენობა ჯამში არის 432 კვ.მ 🏰 :
- 216 კვ.მ შავი კარკასი, მეტალო პლასტმასის ფანჯრებით და რკინის ჭიშკრებით - 7 მეტრი ჯერის სიმაღლე;
- 144 კვ.მ მიმღები სექცია პირველადი მეღვინეობისათვის - 7 მეტრი ჭერის სიმაღლე;
- 72 კვ.მ ქვევრების სექცია - 3 მეტრი ჭერის სიმაღლე;
ქვევრები :
- 8 ცალი 1.5 ტონიანები ჯამში 12 ტონის.
საკონიაკე სპირტის სახდელი 🥃 :
- 700 ლიტრიანი, უჟანგავი ლითონის და სპილენძის - სისტემა მუშაობს გაზზე;
ელექტრო ენერგია :
- სამ ფაზიანი, 30 კილოვატი.
ვენახი
პანორამული ხედი